კორონავირუსზე ახალი წამალი გამოსცადეს, რომლის მიღების შემდეგ, პაციენტებში დაავადება აღარ პროგრესირებს
კორონავირუსზე ახალი წამალი გამოსცადეს, რომლის მიღების შემდეგ, პაციენტებში დაავადება აღარ პროგრესირებს

ექსპერიმენტული წამლის მიღების შემდეგ, კოვიდინფიცირებულთა 79%-ის შემთხვევაში დაავადება აღარ პროგრესირებს ,- იუწყება უცხოური მედია კორონავირუსის ახალი საცდელი წამლის შესახებ, რომელიც კომპანია „საინერგენის” მიერ არის გამოშვებული.

როგორც სააგენტო იუწყება, ამავე წამლით ასთმას და სასუნთქი გზების სხვა ინფექციურ დაავადებებს მკურნალობენ, თუმცა, ის რომ წამალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტურია მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

გამოცემა წერს, რომ კომპანია „საინერგენის” მიერ გამოშვებული წამალი იმ კოვიდინფიცირებულებზე გამოსცადეს, რომლებსაც ჟანგბადის თერაპია სჭირდებოდათ. კვლევამ აჩვენა, რომ იმ პაციენტებიდან, რომლებიც წამალს იღებდნენ, კორონავირუსის მძიმე ფორმა 79%-ს აღარ განუვითრადა.

ამასთან, იმ პაციენტებიდან, რომლებიც ექსპერიმენტული მედიკამენტის გამოცდაში მონაწილეობდნენ, ვირუსით არც ერთი არ გარდაცვლილა.