კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში აქცია გაიმართა
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში აქცია გაიმართა

ბათუმში ფიტნეს-კლუბ „რეფორმების“ თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები დაწესებულ შემზღუდავ ღონისძიებებს არაადეკვატურს და არაეფექტურს უწოდებენ.

„ვითხოვთ, მოიხსნას ყველა შეზღუდვა პირველი თებერვლიდან და ადამიანებს ეკონომიური საქმიანობის საშუალება მიეცეთ. მარტო ჩემი ფიტნეს-კლუბით ეკონომიკის ბედი არ წყდება. ამიტომ მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სისულელე, გაუაზრებელი რეგულაცია.

დღევანდელი აქციის მიზანია, მოსახლეობას, რომელიც ფიქრობს, რომ დაწესებული შეზღუდვები უაზროა, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობს, მივცეთ ბიძგი და სტიმული, რომ გამოვიდნენ და მოთხოვნები ხმამაღლა დააფიქსირონ. ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია“, – ამბობს ფიტნეს-კლუბის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე.

აქციის მონაწილეები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გაგრძელებას აანონსებენ.