კორონავირუსთან დაკავშირებით „დიდი ოცეულის“ ლიდერებს შორის ვირტუალური სამიტი მიმდინარეობს
კორონავირუსთან დაკავშირებით „დიდი ოცეულის“ ლიდერებს შორის ვირტუალური სამიტი მიმდინარეობს

კორონავირუსთან დაკავშირებით, „დიდი ოცეულის“ ლიდერებს შორის საგანგებო, ვირტუალური სამიტი მიმდინარეობს.

ვიდეოკონფერენციას საუდის არაბეთის მონარქი, მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი ხელმძღვანელობს, რომელმაც შეხვედრის დაწყებისას ლიდერებს მიმართა.

ვირტუალური შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მოსალოდნელია, რომ ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ ლიდერები ერთობლივ კომუნიკეს გამოაქვეყნებენ.