კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო, აშშ-ში ჩინეთის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემენ
აშშ-ში ჩინეთის ელჩი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. როგორც „როიტერი“ წერს, დიპლომატს საპროტესტო ნოტას გადასცემენ. საქმე ეხება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან კორონავირუსის ჩინეთში გავრცელებაში ამერიკელი სამხედროები დაადანაშაულა.
ვაშინგტონში მდებარე ჩინეთის საელჩოში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა „ტვიტერის“ გვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა:„როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია ინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში. იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები. აშშ-მა უნდა აგვიხსნას“.