კორონავირუსმა „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი იმსხვერპლა
კორონავირუსმა „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი იმსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, covid-19-მა მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, ლორენცო სანსი იმსხვერპლა.

76 წლის ბიზნესმენი, რომელსაც კორონა ვირუსი 17 მარტს დაუდგინდა, დღეს გარდაიცვალა. ლორენცო სანსის პრეზიდენტობის პერიოდში (1995-2000) „რეალმა“ 32 წლიანი პაუზის შემდეგ, ორჯერ 1998 და 2000 წლებში მოახერხა ჩემპიონთა თასის მოგება. ასევე 1996-97 წლების სეზონში სანსის პრეზიდენტობის დროს მადრიდელებმა პრიმერა დივიზიონი მოიგეს.

„რეალის” პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ლორენცო სანსი „მალაგას“ მფლობელი გახდა.