ჩინეთში რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის, ლი ვენლიანგის კოლეგა, მეი ზონგმინგი ამავე ვირუსით დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეი ზონგმინგი 57 წლის იყო და უხანის ცენტრალურ საავადმყოფოში ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.
საავადმყოფო ექიმის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.