კორონავირუსით შვიდი პაციენტი თბილისში, ოთხი კი ბათუმში გარდაიცვალა
კორონავირუსით შვიდი პაციენტი თბილისში, ოთხი კი ბათუმში გარდაიცვალა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსით შვიდი პაციენტი თბილისში, ოთხი ბათუმში, ორი ქუთაისში, ერთი გორში, ხოლო კიდევ ერთი მცხეთაში გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს გარდაცვალების 15 შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 158-ს. მათ შორის, თბილისში გვაქვს შვიდი გარდაცვალების შემთხვევა, ბათუმის რეგიონში – ოთხი, ქუთაისში -ორი, გორში – ერთი, მცხეთაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.