კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა
კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 167 კოვიდ-დადებითი პაციენტი, გარდაიცვალა სამი ინფიცირებული.

„გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 88 წლის ქალი, დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი.
გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მეორე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, 60 წლის ქალი. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება „კოვიდ-19“, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები დაავადება ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი ინფიცირებული, 69 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში, კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 630 პაციენტი, 17 არასრულწლივანი, 31 ორსული, რეანიმაციაში მოთავსებულია 70 პაციენტი, თავისუფალი საწოლების რაოდენობა 40-ს შეადგენს. „კოვიდ“-სასტუმროებში მკურნალობს 984, 77 არასრულწლოვანი. აჭარაში ბინაზე იმყოფება 1400-ზე მეტი პირი, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარაში ვირუსი საერთო ჯამში 5019-მა პაციენტმა დაამარცხა.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა, საერთო რიცხვი კი 136-ს შეადგენს.