კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა
კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 181, ხოლო გარდაიცვალა ორი პაციენტი.

აჭარაში ინფიცირების შემთხვევების კლება ფიქსირდება და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს დღესაც აჭარბებს.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, გარდაიცვალნენ 51 და 68 წლის მამაკაცები, ორივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

ამ დროისთვის რეგიონში 2400-ზე მეტი ინფიცირებულია, მათგან 533 კლინიკაში, 911 კოვიდასასტუმროში, 1000-ზე მეტი კი ბინაზე გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას. ინფიცირებულთა შორის 24 ორსულია.

საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი.