კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

11:16, 07.10.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.

„ოთხი გარდაცვლილია, მათ შორის არის ორი აჭარაში – 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, რომლებიც თანმხლები დაავადებებით, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალბატონი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა, ხოლო ერთი თბილისში, 83 წლის. როგორც ვიცი, ის „ამტელში“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან იყო გადაყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, კლინიკა „თერჯოლამედის“ დორექტორ დავით სარიშვილის განცხადებით, 88 წლის ქალი კლინიკაში გუშინ ბათუმიდან შეიყვანეს.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავადება აღენიშნებოდა. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 62 შეადგინა.

მსგავსი