კორონავირუსით ინფიცირებულმა ტომ ჰენკსმა გულშემატკივრებს მიმართა
კორონავირუსით ინფიცირებულმა ტომ ჰენკსმა გულშემატკივრებს მიმართა

კორონავირუსით ინფიცირებულმა ტომ ჰენკსმა საკუთარ გულშემატკივრებს მიმართა.

ჰოლივუდის მსახიობმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ მეუღლესთან ერთად იზოლაციაში იმყოფება, რათა გარშემომყოფებს საფრთხე არ შეუქმნას. ოსკაროსანი მსახიობის განმარტებით, ავსტრალიელი ექიმები ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.

„ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ტომ ჰენკსმა საკუთარ გულშემატკივრებს მოუწოდა ექსპერტების რჩევები გაითვალისწინონ, ერთმანეთზე იზრუნონ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნონ.

მსახიობ ტონ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდგინდათ. ისინი ავსტრალიაში ვიზიტის დროს დაინფიცირდნენ.