კორონავირუსით ინფიცირებულმა მელ გიბსონმა ერთი კვირა კლინიკაში გაატარა

14:30, 24.07.2020

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ წერს.

როგორც მედიასაშულება იუწყება, წარმოშობით ავსტრალიელმა, 64 წლის გიბსონმა, აპრილში ერთი კვირა კლინიკაში გაატარა.

„კოვიდ-19“ მას ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა.

„საავადმყოფოში ყოფნის დროს გიბსონი „რემდესივირით“ მკურნალობდა. შემდეგ ტესტებმა არაერთხელ აჩვენეს უარყოფითი პასუხი, ასევე გიბსონს დაუდასტურდა ანტისხეულების არსებობაც“, – განაცხადა მსახიობისა და რეჟისორის წარმომადგენელმა.

მსგავსი