კორონავირუსით ინფიცირებული ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

14:17, 22.10.2020

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფი ვილმესი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ვილმესს „კოვიდ-19“ გასულ კვირას დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. წყაროს ინფორმაციით, სოფი ვილმესი გონზეა და კომუნიკაცია შეუძლია, თუმცა მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს.

ბელგიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად მოიმატა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 253 386 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი,  დაღუპულია 10 539 ადამიანი.

მსგავსი