კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ასაკის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ასაკის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ასაკის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„პაციენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს, ასაკი არის 80 წლის. გამოხატულია სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ვინაიდან ჩვენი კლინიკა წარმოადგენს ერთადერთ მულტიპროფილურ კლინიკას, რომელსაც შეუძლია ყველა სიმძიმის პაციენტის მიღება, სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ პაციენტის მოყვანა ჩვენთან. ამ ქალბატონის მდგომარეობა არის მძიმე, ჩაუტარდა ყველანაირი მკურნალობა“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია 85 პაციენტი, მათ შორის ოთხი არის ინფიცირებული, სამის მდგომარეობა სტაბილურია.

„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოიყვანეს 57 პაციენტი, ამ ეტაპზე ველოდებით ცხრა პაციენტის ტესტის პასუხს“, – განაცხადა რატიანმა.