კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი ანაკლიის საკარანტინო სივრცეს ხვალ დატოვებენ
კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი ანაკლიის საკარანტინო სივრცეს ხვალ დატოვებენ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის დირექტორის, ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი ტესტის პასუხი უარყოფითია.

მისი თქმით, კორონავირუსზე სამი ადამიანის ბიოლოგიური მასალა დღეს გაიგზავნა და პასუხები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სამივე მათგანი კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის პირველადი კონტაქტია. ისინი ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ პირებს კარანტინის ვადა დღეს ამოეწურათ და ხვალ უკვე სახლებში დაბრუნდებიან. თუმცა, როგორც ანზორ ქობალიამ განაცხადა, ეს ადამიანები თვითიზოლაციაში 15 დღის განმავლობაში დარჩებიან.