კორონავირუსით ინფიცირებულ 33 პირს შორის ერთ-ერთი საფრანგეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა
კორონავირუსით ინფიცირებულ 33 პირს შორის ერთ-ერთი საფრანგეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა

კორონავირუსით ინფიცირებულ 33 პირს შორის ერთ-ერთი საფრანგეთიდან დაბრუნებული 47 წლის ქალია.

საქართველოს მოქალაქე კახეთში საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. ის ორი დღის წინ მაღალი სიცხით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ამასთან, ახალი მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში 110 ადამიანი რჩება, მეთვალყურეობა გუშინ შვიდ მოქალაქეს მოეხსნა, სამი კი გუშინ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის საკარანტინო სივრცეში იძულების წესით გადაიყვანეს.

„ორ სხვადასხვა სასტუმროში, ერთად 30-მდე ადამიანი იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რეგიონში ახალი საკარანტინო ზონების დამატებას ველოდებით. ყველა სავარაუდო ობიექტი მზად არის, მედპერსონალის ჩათვლით“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ბიუროს კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

რეგიონში ამ დროისთვის ორი საკარანტინო ზონაა. ორივე თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე კერძო სასტუმროში.