კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან 30 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან 30 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან 30 აჭარაში გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. კლინიკა უკვე დატოვა ცხრა გამოჯანმრთელებულმა.

ამ დროისთვის აჭარის რეგიონში ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რეგიონში კლინიკებში მკურნალობს 178 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 123, ონლაინკლინიკაში – 173.