კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა

11:10, 05.02.2021

კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი. კლინიკა უკვე დატოვა 13-მა გამოჯანმრთელებულმა.

ამ დროისთვის აჭარის რეგიონში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რეგიონში კლინიკებში მკურნალობს 185 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინკლინიკაში – 189.

მსგავსი