კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით ბრიტანეთმა ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით ბრიტანეთმა ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა

კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით ბრიტანეთმა ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ბოლო ერთ დღეში 693 ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის საერთო რაოდენობამ კი 29 427-ს მიაღწია.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ევროპაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით პირველ ადგილზე იტალია იყო. იტალიაში „კოვიდ-19“-ით 29 315 ადამიანი დაიღუპა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, დომინიკ რააბის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის პიკზეა. რააბმა ასევე აღნიშნა, რომ კიბერკრიმინალები კრიზისს იყენებენ და მათი სამიზნე ეპიდემიასთან მებრძოლი ორგანიზაციები არიან.