კორონავირუსით გარდაცვლილი ათი პაციენტიდან ერთი აჭარაში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი ათი პაციენტიდან ერთი აჭარაში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვალების ათი ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა.

გარდაცვლილი 78 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, მას „კოვიდ-19“-თან ერთად, გულის მწვავე უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა.

დღეს აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 320 შემთხვევა გამოვლინდა, 247 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რეგიონში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 000-ს აჭარბებს.

აჭარის რეგიონის ცხრა კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 77 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 20-ის კრიტიკულად მძიმე.