კორონავირუსით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 82 წლის მამაკაცია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 82 წლის მამაკაცია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში 29 სექტემბერს კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ასევე ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა.

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი 81 წლის იყო.

ქვეყნის მასშტაბით, ვირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 41-ს შეადგენს.