კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი 61 წლის ქალია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

12:59, 30.09.2020

კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი 61 წლის ქალია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. საავადმყოფოს მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ქალბატონი კლინიკაში წუხელ შეიყვანეს.

„ჩვენთან დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა. 61 წლის ქალი წუხელ მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს კლინიკაში, მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია მძიმე ფორმით, ჰქონდა გულის თანმხლები დაავადებები და აწუხებდა მძიმე წონა“, – განაცხადა  გია კიკაბიძემ.

დღევანდელი შემთხვევის ჩათვლით, აჭარაში კორონავირუსით სულმ 11 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი