კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის მამაკაცია, ის ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის მამაკაცია, ის ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის ასაკისაა. პაციენტი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.

„გარდაიცვალა ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 69 წლის მამაკაცი, რომელსაც ჰწქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე, მოციმციმე არითმია, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, გარდაცვლილი პაციენტის შესახებ განცხადება გააკეთეს თავად კლინიკა „ბომონდშიც“. კლინიკის კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, პაცინეტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და ჟანგბადდამოკიდებული იყო.

„პაციენტს გულისა და თირკმლის დაავადებები ჰქონდა. მკურნალობის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდ“, -განაცხადა მამია ყოფიანმა.