კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი 57 წლის მამაკაცია, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი 57 წლის მამაკაცია, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავადებები ჰქონდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. მინისტრი ამბობს, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

„57 წლის მამაკაცი გარდაიცვალა თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, რომ არის გაახალგაზრდავებული სიკვდილიანობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პაციენტი დიალიზზე იმყოფებოდა.

გოფოძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი თავდაპირველად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა, მისი მდგომარეობა კორონავირუსზე დართული გართულებების გამო დამძიმდა და ექიმებმა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე გაიდაიყვანეს.

ლევან გოფოძის თქმით, პაციენტის კლინიკური ნიშნები, განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში გაუარესდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.