კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს შეიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„20 სექტემბერს უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს პაციენტი. მას თავიდანვე დაუფიქსირდა ფილტვების 80-პროცენტიანი დაზიანება. სხვა მძიმე თანხმლებ დაავადებებთან ერთად, ჰქონდა მკერდუკანა ჯირკვლის სიმსივნე და ამ ხნის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.

ამასთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი კრიტიკული პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.

კორონავირუსის ახალი 265 შემთხვევიდან 168 აჭარაში გამოვლინდა.

ამ დროისთვის რეგიონის რვა კლინიკაში 486 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში  – 812, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 300-მდე ინფიცირებული.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 48 ბავშვია, 16 კი  – ორსული.

დღეს რეგიონში კოვიდსასტუმრო 39-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.