კორონავირუსით გარდაცვლილი 12 პაციენტიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 12 პაციენტიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 12 პაციენტიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი პაციენტი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვლა, ორი – კლინიკა „მედცენტრში“, ერთი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 70 წლის კოვიდინფიცირებული ქალი 6 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტი ინსულინდამოკიდებული და ჭარბწონიანი იყო.

კლინიკა „მედცენტრში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 76 წლის მამაკაცი 23 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა.

კლინიკა „მედცენტრში“ გარდაცვლილი მეორე პაციენტი 62 წლის ქალია. ის კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავდება, არტერიული ჰიპერტენზია.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული 70 წლის ქალი 21 ოქტომბერს შეიყვანეს. მას „კოვიდ-19“-თან და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, შემდეგი დაავადებები ჰქონდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური პიპერტენზია, სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენიზა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილი მეორე პაციენტი 69 წლის კაცია, რომელიც კლინიკაში 23 ოქტომბერს შეიყვანეს. მისი დიაგნოზია: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ქვედა კიდურების არტერია, თრომბოზი, ცე-ჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია.