კორონავირუსით გარდაცვალების 11 შემთხვევიდან ხუთი თბილისში დაფიქსირდა
კორონავირუსით გარდაცვალების 11 შემთხვევიდან ხუთი თბილისში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან ხუთი თბილისში გარდაიცვალა, სამი – ბათუმში, ორი  – იმერეთში, ერთი კი გორში.

მისივე განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 7 714 აქტიური შემთხვევაა.

„აქტიური შემთხვევა გახლავთ 7 714, მათ შორის კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 70-ზე მეტია“, – აღნიშნა ენდელაძემ.