კორონავირუსით ერთი პაციენტი თერჯოლის კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა

11:40, 21.10.2020

თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორ დავით სარიშვილის თქმით, პაციენტს თანმხლებ დაავადებებთან ერთად, ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

„პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შემოიყვანეს და მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა. გარდა ამისა, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემაც. ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა“, – განაცხადა სარიშვილმა.

მსგავსი