კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 37 პაციენტიდან ორი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა
კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 37 პაციენტიდან ორი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 37 პაციენტიდან ორი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, ორივე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის კლინიკაში 180 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ბოლო სამი თვის მანძილზე სამედიცინო დაწესებულება 700-მდე პაციენტს მოემსახურა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის 931 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.