კორონავირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვლილთაგან ორი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვლილთაგან ორი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით 24 საათში გარდაცვლილთაგან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი მკურნალობდა – 73 წლის მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონიდან და 70 წლის ქალი სამეგრელოდან.

ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

„დღეს გარდაიცვალა ორი პაციენტი, 73 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი. პაციენტებს, კორონავირუსთან ერთად, თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი, გარდაიცვალა 14 პაციენტი.