კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ სამი პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ჯამში მხოლოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან 29 პაციენტია განკურნებული.

„გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მოჯაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.