კორონავირუსისგან განკურნებულმა მესამე პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა
კორონავირუსისგან განკურნებულმა მესამე პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა

კორონავირუსისგან განკურნებულმა მესამე პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დაუდასტურა.

მისივე თქმით, ისევე, როგორც დანარჩენი განკურნებული პაციენტების შემთხვევაში, ამ ადამიანმაც ორკვირიანი თვითიზოლაციის წესი მაინც უნდა დაიცვას.

დილით მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეორე გამოჯანმრთელებულმა პირმა ინფექციური გუშინ დატოვა, მესამე კი საღამოს გაეწერებოდა.

„სულ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და დატოვა ჩვენი ცენტრი“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა არის დაფიქსირებული.