კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ სამი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებს
კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ სამი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ სამი პაციენტი ჰყავს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ისინი საავადმყოფოს სავარაუდოდ დღის განმავლობაში დატოვებენ.

საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისგან 22 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 26.

„სამი ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს, რომლებიც დღეს ალბათ დატოვებენ დღის განმავლობაში კლინიკას, რადგან კომენდანტის საათის გამო დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ვეღარ ვახერხებთ. ჯამში 22 პაციენტია ჩვენთან გამოჯანმრთელებული“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.