კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის ნაწილს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 1400-მდე შეჭირვებულ ოჯახს, ასევე შშმ პირებს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად ეხმარება. დღეს ამ ოჯახებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცემათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ზედმიწევნით შეასრულონ საგანგებო მდგომარეობის პირობები.

მისი თქმით, წუხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კომენდანტის საათის დარღვევის გამო ექვსი ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დატოვე კომენტარი