კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სომხეთის ერთ-ერთი სოფელი ჩაიკეტება
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სომხეთის ერთ-ერთი სოფელი ჩაიკეტება

სომხეთში გეღარქუნიქის პროვინციის ერთ-ერთი სოფელი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ჩაიკეტება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა.

კერძოდ, იკეტება სოფელ ძორაგიუღის შესასვლელები და გასასვლელები.

„მიზეზი ისაა, რომ ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი თანამემამულე ძორაგიუღიდან გაემართა სოფელ გოღთში, რომ იქ მონაწილეობა მიეღო დაკრძალვის ცერემონიაში. 3-4 დღის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო დაკრძალვის ცერემონიაში თავის სოფელში, რის შედეგადაც ძორაგიუღში კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევა გვაქვს. ამ 63 მოქალაქიდან ერთი დაესწრო დაკრძალვის ცერემონიას სოფელ წოვასარში. ანალოგიური შემთხვევა იყო დდმაშენში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, პატივი სცენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს და არ დაარღვიონ ეპიდემიოლოგიური წესები.

ბოლო ერთ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი