კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, პეკინმა ავიარეისების უმრავლესობა გააუქმა

10:31, 17.06.2020

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, პეკინის მთავრობამ ავიარეისების უმრავლესობა გააუქმა და საფრთხის დონე მესამედან მეორემდე გაზარდა.

შესაბამის ინფომაციას სახელმწიფო გამცოემა „ჩაინა დეილი“ ავრცელებს.

გაუქმებულია 1 255 რეისი ქალაქის ორ ძირითად აეროპორტში. პეკინის ათ რაიონში კარანტინია დაწესებული.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჩინეთში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან, 31 პეკინში დაფიქსირდა.

მსგავსი