კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, კვიპროსში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, კვიპროსში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება

კვიპროსში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ მათი ტარება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო კვლავ სავალდებულო იქნება, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება შიდა სივრცეში და ეს შეზღუდვა პარასკევს ამოქმედდება.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვის დაბრუნებას ჯანდაცვის ექსპერტებმა გაუწიეს რეკომენდაცია, რადგან შეინიშნება ინფექციის ზრდა იმ ადამიანებში, რომლებიც არ იცავენ სათანადო ზომებს.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვა პირველ ივნისს მოხსნა.

როგორც მედია წერს, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკის ნაცვლად, ცხადდება ყოველკვირეული მონაცემები. პირველი ივლისის მონაცემებით, ერთ კვირაში ქვეყანაში 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.