კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, პარიზის საავადმყოფოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

23:06, 08.10.2020

პარიზის საავადმყოფოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება გახდა.

„გარდიანი“ წერს, რომ ამჟამად საფრანგეთის დედაქალაქის საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის პალატების ნახევარში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი დაინფიცირების 711 000-ზე მეტი შემთხვევა გარდაიცვალა 32 445 პაციენტი.

მსგავსი