პარიზი და მარსელი კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადეს
პარიზი და მარსელი კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადეს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, პარიზი და მარსელი კვლავ „წითელ ზონად“ გამოაცხადეს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცლებს.

გადაწყვეტილება მეტ უფლებამოსილებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა კორონავიურუსის ხელახლა გავრცლების საწინააღმედგო ზომები მიიღონ.

კანონის მიხედვით, „წითელი ზონად“ გამოცხადებულ რაიონებში იზღუდება მოქალაქეთა ავტომობილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, იზღუდება ტურისტული მოგზაუროებებიც. ასევე რესტორნებისა და სხვა ბიზნესებისთვის დამატებითი მოთხოვნები დაწესდება.

პარიზსა და მარსელში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება უკვე სავალდებულოა. გადაწყვტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საფრანეგთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა.