კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდში კარანტინი გამოაცხადეს
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდში კარანტინი გამოაცხადეს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდში კარანტინი გამოაცხადეს. ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნების ტერიტორიის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აკრძალული ექნებათ. ამასთან, ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება დაუშვებელი იქნება.

გადაწყვეტილება ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ მიიღო, თუმცა მადრიდის რეგიონის ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის წევრებისგან შემდგარი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს განკარგულება უკანონოა.

მათი თქმით, არაა გამორიცხული ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდეს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ახალი ინფიცირებულების საერთო რიცხვის მესამედი მადრიდის რეგიონში აღრიცხეს.