კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ესპანეთის კიდევ ოთხ რეგიონში შეზღუდვები გამკაცრდა
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ესპანეთის კიდევ ოთხ რეგიონში შეზღუდვები გამკაცრდა

ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები კიდევ ოთხ რეგიონში – ანდალუსიაში, გალისიაში, კანტაბრიასა და კასტილიაში გამკაცრდა.

აღნიშნულ რეგიონებში ღამის კლუბები დახურეს, ხოლო რესტორნებისა და ბარების მუშაობა ღამის პირველ საათამდე იქნება დაშვებული.

ამასთან, ღია სივრცეში სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე თამბაქოს მოხმარება აიკრძალება.

ესაპანეთში ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, რის გამოც ხელისუფლება დამატებითი ზომების მიღებას არ გამორიცხავს.

დატოვე კომენტარი