კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი“ დროებით დაიხურა
კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი“ დროებით დაიხურა

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკაში „აჭარა ტექსტილი“ კორონავირუსის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

საწარმოს დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, საქართველოში არსებული „აჭარა ტექსტილის“ ოთხი საწარმოდან დროებით მხოლოდ ფოთში დაიხურა. მისივე თქმით, ფაბრიკა მუშაობას სავარაუდოდ 11 აპრილს განაახლებს.

„როდესაც ჩვენს საწარმოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დავიწყეთ მასობრივი ტესტირება. ყოველ მესამე დღეს ვატარებდით ტესტირებას. გამოვლინდა 29 შემთხვევა, ბოლოს გავაკეთეთ „პისიარ“ ტესტი და კიდევ დაგვიდასტურდა კოვიდის შემთხვევები. მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შეჩერდეს საწარმოო პროცესი, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ფოთის საწარმოს. იცით, რომ ოთხი საწარმო გვაქვს საქართველოში, ყველა დანარჩენი ფუნქციონირებს. ფოთის საწარმო სავარაუდოდ 11 აპრილს გაიხსნება“, – განაცხადა გია ლომინაძემ.