კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს შემოვა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს შემოვა.
იუნისეფ-ის ინფორმაციით, საქართველო „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღებს „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველ პარტიას – 43 200 დოზას, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ.
ვაქცინის პირველი პარტიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 10:30 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.
ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები.
უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.