კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

00:16, 09.04.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის ნაწილში. მოირეცხება და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები, როგორც გზის საავტომობილო, ასევე საფეხმავლო ნაწილი. სამუშაოები სპეცტექნიკის საშუალებით ხორციელდება.

მსგავსი