კორონავირუსის საფრთხის გამო იაპონიაში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ​არ გაუქმდება
კორონავირუსის საფრთხის გამო იაპონიაში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ​არ გაუქმდება

ჩინეთის პრეზიდენტი იაპონიაში დაგეგმილ სახელმწიფო ვიზიტს, კორონავირუსის საფრთხის გამო არ გააუქმებს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინის ვიზიტი იაპონიაში 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

იაპონიაში ვირუსის 186 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია შვიდი ადამიანი.