კორონავირუსის საფრთხის გამო, სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმი გადაიდო
კორონავირუსის საფრთხის გამო, სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმი გადაიდო

კორონავირუსის საფრთხის გამო, სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმი გადადეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ავრცელებს.

საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 3-6 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ორგანიზატორებმა მისი გადადება გადაწყვიტეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამის ზომებს იღებენ მოსკოვშიც, სადაც ამაღლებული მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედეს. რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნებიდან დაბრუნებულმა ადამიანებმა, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, 14 დღე თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ოთხი შემთხვევა ფიქსირდება.