კორონავირუსის საფრთხის გამო, მილანში არმანის ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩატარდა
კორონავირუსის საფრთხის გამო, მილანში არმანის ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩატარდა

კორონავირუსის საფრთხის გამო, მილანში არმანის ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ჩვენება ერთ-ერთ თეატრში თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა, თუმცა მისი ონლაინტრანსლაცია მიმდინარეობდა.

არმანის სახლის განცხადებით, ამ გზით ისინი უერთდებიან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს პრევენციულ ზომებს.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ლაუარა ბიაჯოტიამაც. დიზაინერის ჩვენებაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.