კორონავირუსის საფრთხის გამო, გერმანიაში მოქალაქეები საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენის საშუალებებს იმარაგებენ
კორონავირუსის საფრთხის გამო, გერმანიაში მოქალაქეები საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენის საშუალებებს იმარაგებენ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო მაღაზიების მფლობელი „დოიჩე ველესთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა 100-ს მიუახლოვდა, სიტუაცია შეიცვალა და მოსახლეობამ პროდუქტების შეძენა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაიწყო.
მოსახლეობა ყველაზე მეტად მაკარონს, კონსერვებს, ტუალეტის ქაღალდსა და სადეზინფექციო საშუალებებს ყიდულობს.