კორონავირუსის საფრთხის გამო, ბერლინის თეატრები და საკონცერტო დარბაზები 19 აპრილამდე დაიხურება
კორონავირუსის საფრთხის გამო, ბერლინის თეატრები და საკონცერტო დარბაზები 19 აპრილამდე დაიხურება

კორონავირუსის საფრთხის გამო, ბერლინის თეატრები და საკონცერტო დარბაზები 19 აპრილამდე დაიხურება. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის შესაკავებლად მიიღო. სახელმწიფო თეატრები და საკონცერტო დარბაზები ფუნქციონირებას 11 მარტიდან შეაჩერებენ, რაც 19 აპრილამდე გასტანს.

ამასთან ერთად, გერმანიის ხელისუფლებამ კერძო თეატრებისთვის ამავე გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაცია გასცა.