კორონავირუსის საფრთხის გამო, ბარსელონაში საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიება გაუქმდა
კორონავირუსის საფრთხის გამო, ბარსელონაში საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიება გაუქმდა

კორონავირუსის საფრთხის გამო, ბარსელონაში მასშტაბური საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიება გაუქმდა.

მსოფლიო მობილური კონგრესი, რომელიც ბარსელონაში ყოველწლიურად 2006 წლიდან ტარდება და მობილური ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ გამოფენას წარმოადგენს, 24-27 თებერვალს იყო დაგეგმილი. ყოველწლიურად ღონისძიებაში 200-მდე ქვეყნიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, კორონავირუსის გავრცელების გამო გლობალური შეშფოთება, მგზავრობასთან დაკავშირებული რისკები და სხვა გარემოებები აღნიშნული კონგრესის გამართვას შეუძლებელს ხდის.

2020 წლის მსოფლიო მობილური კონგრესის გაუქმების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ათობით უმსხვილესმა კომპანიამ აცნობა, რომ მათი წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ასეთ კომპანიებს შორის არიან:„ამაზონი“, „ერიკსონი“, „ფეისბუქი“, „ინტელი“, „ნოკია, „სონი“, „დოიჩე ტელეკომი“, „ვოდაფონი“ და სხვები.